×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – 2026 გაიმართა.

  • 2026-06-17 12:47:45
news image

გვიხარია, რომ პროფესიული განათლების სექციაში წარმატებით წარდგნენ ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები და საინტერესო თემებზე სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს:

  • მერი ჭურკვეიძე პირის ღრუს ჰიგიენა და მოვლის საშუალებები
  • გური ფედიაი ღიმილის არქიტექტურა კბილის ტექნიკოსის ხელოვნება
  • თეონა თხილაიშვილი შოკოლადი და მედიცინა
  • ელდინო ვერძაძე გერიატრიულ დაავადებათა გავრცელება და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები აჭარის რეგიონში

წელს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებთან ერთად პირველად მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებიც, რაც პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კონფერენცია მიზნად ისახავდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას, კვლევითი უნარების განვითარებასა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში!

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.