×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საიუბილეო საღამო აკადემიაში

  • 2017-10-02 14:44:33
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს ინგა შალამბერიძეს შეუსრულდა უხინჯოდ, ლამაზად განვლილი ცხოვრების 50 წელი, სამედიცინო აკადემიაში გაიმართა იუბილარისადმი მიძღვნილი საღამო. ი.შალამბერიძის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღნიშნა, რომ იუბილარი 25 წელია ნაყოფიერდ იღწვის ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სასწავლებლის წარმატებაში. გამოირჩევა უმწიკლო მუშაობით, პროფესიონალიზმით, კოლეგებთან, სტუდენტებთან სამაგალითო კეთილგანწყობითი დამოკიდებულებით. იუბილესთან დაკავშირებით ი.შალამბერიძეს მიენიჭა ღვაწლმოსილიაკადემიელის წოდება და დასაჩუქრდა ერთი თვის ხელფასით. იუბილარს მიესალმა და „ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის“ საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის საპატიო სიგელით დააჯილდოვა ამავე საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, განათლების აკადემიის აკადემიკოსმა აკაკი ზოიძემ. იუბილარს მიესალმენ და წარმატებები უსურვეს სამედიცინო აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, ფინანსური მენეჯერი ნანა მატუა, ბიბლიოთეკის გამგე ეთერი გოგიტიძე, საქმის წარმოების მენეჯერი დარეჯან უგულავა. მედცენტრის ექიმმა-ინფექციონისტმა, აკადემიის პროფესიულმა მასწავლებელმა ირმა ნოზაძემ წაიკითხა იუბილარისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი. ი.შალამბერიძეს იუბილე მიულოცეს სასწავლებლის პედაგოგებმა, მეგობრებმა - ი. ვარდიძემ, ნ. ცინცაძემ, ს. ბრუნჯაძემ, ე. პილოფიანმა, ნ. უზუნაძემ. გაიჭრა საიუბილეო ტორტი.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.