×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საზეიმო შეხვედრა სტუდენტებთან

  • 2017-09-25 14:42:21
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან. მათ მიესალმენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, პროფესიული მასწავლებლები, - ირმა ნოზაძე, ზაირა ჯაფარიძე, მარინე კვირიკაძე, აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებული თინათინ ჭუნაშვილი. აღინიშნა, რომ სამედიცინო აკადემიის სტუდენტობა არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაც. რადგან მათ უწევთ სწავლა 25 წლიანი ტრადიციების მქონე ერთ-ერთ წარმატებულ სასწავლებელში. აკადემიის უმთავრესი მიზანდასახულობაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიული სამედიცინო კადრები. ჩვენთან პროფესიული სტუდენტებისათვის შექმნილია შესაბამისი პირობები ჩამოყალიბდნენ წარმატებულ სპეციალისტებად. გამომსვლელებმა სტუდენტებს უსურვეს წარმატებები.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.