×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

მზადება სასწავლო წლის დასაწყებად

  • 2017-09-18 14:29:11
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო თათბირი. განხილული იქნა ახალი სასწავლო წლისათვის მზადების მდგომარეობა. თათბირს უძღვებოდა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. განხილული იქნა სასწავლო წლის პირველი პერიოდის კალენდარული გეგმა. გრაფიკი (წარმოადგინა სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ). დაევალათ შესაბამის სამსახურებს პროფესიული მასწავლებლებისათვის მათი გაცნობა. სასწავლო პროცესის რეგულირების საკითხებში კომპეტენციის ასამაღლებლად დაიგეგმა პედაგოგთა ტრენინგი. მზია ბაკურიძემ (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი) წარმოადგინა აკადემიის 2017-2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა. ისაუბრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წ. 16 აგვისტოს #510 ბრძანებიდან გამომდინარე აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე. შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე) წარმოადგინა ინფორმაცია 25 სექტემბერს სასწავლო წლის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომ ეს დღე იყოს ყველასთვის ცოდნის ზეიმი. თითოეულ პერსონალს მიეცა შესაბამისი დავალება.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.