×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

აკადემია საქართველოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა კონფერენციაზე

  • 2017-06-20 14:12:16
news image
2017 წ. 20 ივნისს უფლისციხის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პროფესიული განათლების მასწავლებელთა სტუდენტთა ΙΙ კონფერენცია. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის საკმაოდ მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა დირექტორ რევაზ უზუნაძის ხელმძღვანელობით.კონფერენციაზე აკადემიიდან წარდგენილი იყო მოხსენებები: "სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება" (მომხს. მზია ბაკურიძე, პროფესიული მასწავლებელი), "საშვილოსნოს კიბოს გავრცელება აჭარაში" (მომხსენ. ნინო კახაბერიძე, პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტი. ხელმძღ. ქეთევან ნოზაძე, პროფესიული მასწავლებელი), "ევთანაზია" (მომხს. მარიამ ძნელაძე, მარიკა ჩავლეიშვილი, - პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტები. ხელმძღ. ნარგიზ ბუცხრიკიძე, პროფესიული მასწავლებელი), "გრეიფუტი და მისი გამოყენება მედიცინაში" მომხს. ლამარა დიასამიძე (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV დონის სტუდენტი. ხელმძღ. სოფიო ბრუნჯაძე პროფესიული მასწავლებელი).კონფერენციის მუშაობამ ჩაიარა წარმატებით. წარდგენილი მოხსენებების თეზისები გამოქვეყნდა კონფერეციისადმი მიღვნილ ბროშურაში.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.