×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

პრაქტიკის პროექტის პრეზენტაცია აკადემიაში

  • 2017-06-14 13:57:19
news image
2017 წ. 14.06. ბათუმის სამედიცინო აკადემიაში შედგა "ფარმაცევტის თანაშემწის" (ΙV დონე) პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამის მოდულში "პრაქტიკის პროექტი" სტუდენტთა მიერ მომზადებული თემების პრეზენტაცია. პროექტებში ყურადღება გამახვილდა საკითხებზე, - მომხმარებელთა კომუნიკაციები და პროდუქტის შერჩევა, სხვადასხვა წამლის ფორმების მომზადება, პროდუქციის მიღება-განთავსება მარაგების შევსება, შესრულებული სამუშაოს ანგარიშება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. პროექტის დაცვისას სტუდენტებმა გამოავლინეს კარგი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი მზია ბაკურიძე. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური პროგრამის მხარდამჭერი ექსპერტი ქეთევან ლომაია, აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.