×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

გარე მხარდამჭერი სპეციალისტის ვიზიტი აკადემიაში

  • 2016-11-11 11:58:35
news image
11 ნოემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა გარე მხარდამჭერისა და კონსულტირების სპეციალისტი დარეჯან ლოსაბერიძე. გაეცნო პრაქტიკოსი ექთნის (V დონე) და ფარმაცევტის თანაშემწის (ΙV დონე) მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მიმდინარებას. დაესწრო ლექციურ, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოდულებზე: „საექთნო პროცედურები და მანიპულაციები“ (პრაქტიკული მეცადინეობა. განმახორციელებელი გულო აბაშიძე), "თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა" (ლექცია. განმახორციელებელი შორენა ქათამაძე), "მომხმარებლისათვის მოვლისა და ჰიგიენის საგნების შერჩევა" (პრაქტიკული მეცადინეობა. განმახორციელებელი მზია ბაკურიძე). შეხვდა აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურისა და შიდა მხარდამჭერი ჯგუფის წევრებს, მოდულების განამხორციელებელ მასწავლებლებს. ქ-ნმა დარეჯანმა კარგი შეფასება მისცა ჩატარებულ მეცადინეობებს: "შთამბეჭდავი იყო პრაქტიკული მეცადინეობის სიმულაციური ხასიათი. ლექციური პროცესი მიმდინარეობდა შემოქმედებითად, აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირში". აღინიშა მასწავლებელთა მიერ მეცადინეობის პროცესში გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების შესაბამისობა სწავლის მიზანთან. მოხდა აზრთა გაზიარება სწავლების აქტუალურ საკითხებზე, მოდულური პროგრამების სრულყოფის საჭიროებასთან დაკავშირებით.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.