×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

შეხვედრა შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით

  • 2026-06-17 12:50:40
news image

საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან ბათუმის სამედიცინო აკადემიაში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება და კიდევ ერთხელ იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე აქცენტების გაკეთება, რასაც შშმ პირები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრას უძღვებოდნენ აკადემიის იურისტი მეგი ბაკურიძე და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მზია მელაძე.

იურისტმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია იმ კანონმდებლობის შესახებ, რომლითაც რეგულირდება შშმ პირთა უფლებები საქართველოში. სტუდენტებთან აქცენტი გაკეთდა შესაბამის პროფესიულ მომართულებებში შშმ პირებთან კომუნიკაციის ფორმებისა და მეთოდების შერჩევაზე. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი, საჭირო მხარდაჭერითა და გარემოს შექმნით სწორი ინფირმაცია არის პირველი ნაბიჯი სტიგმების მსხვრევისა და ინკლუზიური საზოგადობისკენ!

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.