×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

14 ნოემბრის ღონისძიება აკადემიაში

  • 2019-11-14 07:36:23
news image
დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 14 ნოემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა თეორიულ-პრაქტიკული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიის სტუდენტები, პერსონალი, „მედცენტრის“ წარმომადგენლები. მოხსენებით „დიაბეტი“ და მისი პროფილაქტიკა გამოვიდა აკადემიის პროფესიული მასწავლებელი მზია ბაკურიძე ( სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, ბიოლოგიის მაგისტრი). მან ყურადღება გაამახვილა 14 ნოემბრის არსზე, დამსწრეთ ვრცლად ესაუბრა თუ რა არის დიაბეტი, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, ისაუბრა დაავადების ტიპების შესახებ, ყურადღება დაუთმო დიაბეტთან დაკავშირებულ თანმდევ პროცესებს და მათ პროფილაქტიკას. პრაქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტი ქეთი კუჭავა გამოვიდა საინტერესო მოხსენებით „მე და დიაბეტი“. ღონისძიების მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა: ხათუნა დავითაძემ, თამთა სურმანიძემ, ლინდა სელიმბამ, ინგა ბერიძემ, თამუნა სურმანიძემ, ანა იაკობაძემ, მარიამ ვაჩეიშვილმა, ანა აფხაზავამ, ქეთი არძენაძემ და მეგი გოგიტიძემ.დასმულ შეკითხვებს უპასუხენ მზია ბაკურიძემ (მომხსენებელი), ნათია ზოიძემ (პროფესიული მასწავლებელი), რუსუდან ფუტკარაძემ (პროფესიული მასწავლებელი, ექიმი პედიატრი).მოხდა სისხლში გლუკოზის შემცველობის ოდენების შემოწმება, რომელიც ჩაატარა აკადემიის პროფესიულმა მასწავლებელმა ნანა ანანიძემ (ექიმ-ლაბორანტი). დასასრულს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ მზია ბაკურიძეს ღონისძიების ორგანიზებისა და საინტერესო მოხსენებისათვის.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.