×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სტუდენტებისათვის ტრენინგი შრომის უსაფრთხოებაზე

  • 2019-11-11 07:36:23
news image
11 ნოემბერს, ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. ტრენინგი მიყავდა აკადემიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ შორენა უზუნაძეს (დირექტორის მოადგილე). მან დამსწრეთ გააცნო კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, სასწავლებლის მიერ შემუშავებული „შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა“ და ერთწლიანი სამოქმდო გეგმა. აღინიშნა, რომ აკადემიის შრომის უსაფრთხოების გეგმა შემუშავებულია სამუშაო და სასწავლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის. ისაუბრა შრომის უსაფრთხოების პროცედურებზე. ვიდეო მასალის გამოყენებით გაამახვილა ყურადღება სამუშაო თუ სასწავლო პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე, რისკებსა და მათი პრევენციის შესახებ. გაეცა პასუხები შეკითხვებს.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.