×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

დ.უგულავა იუბილარია

  • 2019-09-13 07:00:03
news image
საქმის წარმოების და ადამიანური რესურსების მენეჯერი დარეჯან უგულავა ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. წარმატებით უძღვება თავის საქმეს. არის კარგი, საიმედო მუშაკი. 22 წლიანი ნაყოფიერი მუშაობისათვის დარეჯან უგულავას მიენიჭა საპატიო აკადემიელის წოდება. 12 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ გადასცა ქალბატონ დარეჯანს საპატიო აკადემიელის დიპლომი და ფასიანი საჩუქარი. ისაუბრა მის ღვაწლზე აკადემიის წარმატებაში. დ.უგულავას მიულოცეს საპატიო აკადემიელის წოდება და უსურვეს წარმატებები მეგობრებმა, კოლეგებმა შორენა უზუნაძემ, მზია ბაკურიძემ, ინგა შალამბერიძემ, ნარგიზ ბუცხრიკიძემ, ინგა ვარდიძემ, ეთერი გოგიტიძემ, ნინო უზუნაძემ, ნანა მატუამ, ლიანა ქამადაძემ, ხათუნა ადეიშვილმა. იუბილარმა მადლობა გადაიხადა მისი ღვაწლის დაფასებისათვის. გაიჭრა საიუბილეო ტორტი.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.