×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სამუშაო შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისადა სპორტის სამინისტროში

  • 2019-08-23 06:32:46
news image
23 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრ სასწავლებელების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე.შეხვედრას უძღვებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, რომელმაც ისაუბრა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაზე, მათ პრიორიტეტებსა და მნიშვნელობაზე. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაში ჩართული კერძოპროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, პროგრამის გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე ინფორმაცია მიაწოდეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაკიძეს. შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.