×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

თანამშრომლობის მემორანდუმი სააფთიაქო ქსელ "გლუკოზასთან"

  • 2019-04-16 15:12:22
news image
ბათუმის სამედიცინო აკადემია აფართოებს სამედიცინო და ფარმაცევტული მიმართულებით, მომავალ კურსდამთავრებულთათვის, დამსაქმებლებთან თანამშრომლობის ქსელს. 2019 წლის 15 აპრილს, აკადემიაში სტუდენტების, პერსონალის, "გლუკოზას" წარმომადგენლების თანდასწრებით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სამედიცინო აკადემიასა და სააფთიაქო ქსელ "გლუკოზას" შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააფთიაქო ქსელ "გლუკოზას" მენეჯერმა გიორგი სურმანიძემ და სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. დასასრულს გ.სურმანიძემ გაკეთა სააფთიაქო ქსელ "გლუკოზას" საქმიანობის, მისი სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. თანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიის "ფარმაცევტის თანაშემწის" (IV საფეხური) და ფარმაცია (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს აძლევს საშუალებას "გლუკოზას" ბაზაზე გაიარონ პრაქტიკული სწავლების კურსი, სტაჟირება. წარმატებული სტუდენტები კი, მაღალი ანაზღაურებით დასაქმდებიან "გლუკოზას" ქსელში.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.