×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან

  • 2018-12-27 04:53:32
news image
საქართველოს და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 24 დეკემბერს სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა შეხვედრა აჭარის რეგიონის პროფესიულ- საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, დამსაქმებლებთან. შეხვედრა მიეძღვნა საქართვერლოში პროფესიული განათლების დუალური მოდელის გაცნობას, მისი დანერგვის მიმდინარეობას. იყო საუბარი პროფესიულ განათლებაში არსებულ ჩიხებსა და მათი გამოსწორების გზებზე. მოეწყო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის პრეზენტაცია. რომელიც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეკვეთით, მოამზადა ჯგუფმა „ჯეპრა“-მ. პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, სსიპ "სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ. ზოგიერთი მიდგომების შესახებ შეხვედრაზე თავისი პოზიცია გამოხატეს ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მაოდგილე), მზია ბაკურიძემ (აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). დაისვა კითხვები. შეხვედრა მიმდინარეობდა აზრთა გაზიარების რეჟიმში.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.