×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

აკადემიის წარმომადგენლები ბათუმში გამართულ ტრენინგზე

  • 2018-06-09 18:01:49
news image
მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით 2018 წ. 7-8 ივნისს, საზოგადოებრივ კოლეჯ "ახალი ტალღის" ბათუმის ფილიალში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გასვლითი ტრენინგი. ყურადღება დაეთმო პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რეგულაციებს: სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების რეგულაციები, პროგრამის დამტკიცების/პროგრამაში ცვლილებების შეტანის წესები, დოკუმენტები, რომელითაც განსაზღვრულია პროგრამების განვითარების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები, სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის პროცედურები, გარე და შიდა მობილობის პროცედურები, კვალიფიკაციის მინიჭებისა და საგანმანათლებლო დოკუმნეტების გაცემის პროცედურები, ბიბლიოთეკის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ტრენინგს უძღვებოდნენ ცენტრის სპეციალისტები ნინო მეგრელი, ქეთი ციხისელი, ნინო ხითარიშვილი.ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ტრენინგის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს შორენა უზუნაძემ (აკადემიის დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი).
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.