×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

სემინარია კადემიის პროფესიულ მასწავლებლებთან

  • 2018-04-27 16:57:22
news image
26 აპრილს ჩატარდა სემინარი "პრაქტიკოსი ექთნის" მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთათვის. დასაწყისში აკადემიის დირექტორი რევაზუზუნაძე შეეხო სემინარის მიზანდასახულობის, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. სემინარს უძღვებოდნენ აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზიაბაკურიძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე. გამახვილდა ყურადღება: შეფასების ინსტრუმენტებთან, მტკიცებულებებთან, შედეგებთან, განმახორციელებელთა კომპეტენციის, მათი სტუდენტებთან მუშაობის, მეცადინეობის ჩატარებასთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე. ერთობლივად განხილული იქნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული კითხვარები: "პროგრამის განმახორციელებელი პირისათვის", "პროფესიული სტუდენტისათვის". სემინარი მიმდინარეობდა პედაგოგების აქტიური ჩართულობით.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.