×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საახალწლო შეხვედრა ინკლუზიური ჯგუფის მოსწავლეებთან

  • 2017-12-29 16:10:10
news image
კიდევერთი ლამაზი, დაუვიწყარი და ემოციური დღე ბათუმის სამედიცინო აკადემიის ცხოვრებიდან. აკადემიის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და პროფესიული განათლების სტუდენტთა ჯგუფმა 28 დეკემბერს მოაწყოსაახალწლო საქველმოქმედო აქცია ქ. ბათუმის 26 -ე საჯარო სკოლაში. მრავალფეროვანი საჩუქრებით ხელდამშვენებულები ეწვივნენ ინკლუზიური ჯგუფის მოსწავლეებს. სკოლის ინტეგრირებულ კლასში სწავლობს 60 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. "რა მშვენიერი შეგრძნებაა უანგაროდ ხელის გაწვდენა! ჩვენ მათ ვჭირდებით, ჩვენი ყურადღება და დახმარება ჭირდებათ. გავუთბოთ მათ გულები, სულები ... " აღნიშნა შეხვედრაზე აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. საქველმოქმედო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შორენა უზუნაძე (აკადემიის დირექტორის მოადგილე), სოფიო ბრუნჯაძე, ნიგარი შაინიძე, ნაირა სტამბოლიშვილი, ანანა ანანიძე (პროფესიული განალების მასწავლებლები). აკადემიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სკოლის საახალწლო ზეიმში და მოსწავლეებს გადასცეს საჩუქრები. სტუმრებს მასპინძლობა გაუწია სკოლის დირექტორმა თამარ გოგეშვილმა. შეხვედრაზე იყო საუბარი სკოლასა და აკადემიას შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შეახებ.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.