×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

მონაწილეობა კარიტასის საერთაშორისო კონფერციის მუშაობაში

  • 2017-12-09 15:46:30
news image
2017 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, სასტუმრო "ბილტმორის" დარბაზში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "დუალური საექთნო განათლების პერსპექტივები საქართველოში". ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა სასწავლებლის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე. განხილული იქნა საექთნო პროფესიული განათლების სრულყოფის აქტუალური საკითხები. დუალური საექთნო განათლების დანერგვის სხვადსხვა საკითხთან დაკავშირებით კონფერენციის მონაწილეები ჩართული იყვნენ პარალელური სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. ჯგუფის მუშაობაში "საგანმანათლებლო რეურსები და მსწავლებელთა კვალიფიკაცია" (ხელმძღვანელი ანდრეას კრიუგერი - ფრაიბურგის საექთნო სასწავლებლის დირექტორი) აქტიური მონაწილეობა მიიღო შ. უზუნაძემ. მანვე გააკეთა ჯგუფში მომზადებული პროექტის პრეზენტაცია.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.