×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

  • 2017-11-20 15:28:45
news image
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის 20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე. განხილული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგილი მოდულური პროგრამების მოდიფიცირების საკითხები. ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 656 ბრძანების კონტექსტში. ასევე განხილული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ახალი მიდგომები. შეხვედრაში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.